სიახლენი
 

 

"იკისკი"- ჩვენი და თქვენი სახლი

თხილამურებით სრიალი, ლაშქრობა, სპორტული და ინტელექტუალური თამაშები, მხიარული გართობა, მშობლიური და მყუდრო სახლი მოგიზგიზე ბუხრით - ეს იმ შთაბეჭდილებათა არასრული ჩამონათვალია, რომელსაც გთავაზობენ სათხილამურო კლუბი „იკისკი“-ს ორგანიზატორები, გამოცდილი მწვრთნელები და მუდამ მომღიმარე მომსახურე პერსონალი. 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის „იკისკი“ ყოველწლიურად აწყობს ზამთრისა და ზაფხულის შეკრებებს და სრულად უზრუნველყოფს კომფორტს მისი მონაწილეებისათვის. თოვლიანი მთები, სუფთა ჰაერი და თხილამურებზე სრიალით მიღებული სიამოვნება ზამთრის შეკრებების ყოველდღიურობაა. სასიამოვნოდ დაღლის შემდეგ კი ბუხართან ჯდომა, სახალისო პრეზენტაციები, თამაშები, დღესასწაულები ზამთრის საღამოებს ხალისიანსა და საინტერსოს ხდის; მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ამ დროს ყალიბდება, ხშირად შეკრების მერეც გრძელდება.

 
 
 

მთავარი 

©G.T. 2009. All rights reserved.

 

(+ 995 32) 22 64 33
(+ 995 99) 50 70 75
ikiski@gmail.com
პეტრიაშვილის ქ. 24, 
აღმაშნებლის ქ. 23, 
თბილისი 
ბაკურიანი 
იხილე რუქა